Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და რუმინეთის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2022 წლის 14 სექტემბერს, თბილისში, საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს მხრიდან, კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინული მხრიდან - სახელმწიფო მდივანი, იულიან ფოტა.


შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც დინამიურად ვითარდება. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინეთის გამორჩეულად მაღალი კონტრიბუცია, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში გაწეული პოლიტიკური თუ პრაქტიკული მხარდაჭერა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმების პრიორიტეტულობაზე, ხაზი გაესვა როგორც მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგს, ასევე წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას. აქცენტი გაკეთდა  აქტიურ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. აქცენტი გაკეთდა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პრიორიტეტულობაზე, რასაც არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 

მინისტრის მოადგილემ რუმინელ კოლეგას გაუზიარა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა პარტნიორთა მხარდაჭერის მნიშვნელობას აღნიშნული საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაქსიმალურად წარმოჩენისათვის.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი. აღინიშნა, რომ რუმინეთი კვლავაც თანმიმდევრულად გააგრძელებს საქართველოს პრიორიტეტების ხელშეწყობას.

 

დეტალური ინფორმაცია იხ. შემდეგ ბმულზე: shorturl.at/cgIJ0