Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ყირიმის პლატფორმის ფარგლებში შავი ზღვის უსაფრთხოების პირველი კონფერენცია

ა.წ. 13 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ბუქარესტში გამართულ პირველ კონფერენციაზე შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ.

კონფერენცია ჩატარდა რუმინეთისა და უკრაინის ერთობლივი ორგანიზებით. ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებზე. ხაზი გაესვა კიბერუსაფრთხოების, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის აუცილებლობას.

სიტყვით გამოსვლისას, ლაშა დარსალიამ ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობაზე. ასევე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

კონფერენციაზე განხილულ იქნა ასევე უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის ნეგატიური გავლენა რეგიონისა და ზოგადად ევრო ატლანტიკურ უსაფრთხოებაზე.