ელჩ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის ვიზიტი ქალაქ ბრაშოვში
27 ივლისს, საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ბრაშოვს ეწვია და შეხვედრა გამართა ქალაქ ბრაშოვის მერთან, ალენ კოლიბანთან. მხარეებმა განიხილეს ბრაშოვის საქართველოს ერთ-ერთ ქალაქთან დაძმობილება და თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში.