20 მარტს, საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით გამოვიდა კონფერენციაზე „ქალი ლიდერების ხედვა თანაბარი შესაძლებლობების ევროპაში“
20 მარტს, საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით გამოვიდა კონფერენციაზე „ქალი ლიდერების ხედვა თანაბარი შესაძლებლობების ევროპაში“.
ღონისძიებამ, რომელიც ორგანიზებული იყო რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ქ-ნი ბირო როსალია-იბოლიას მიერ, თავი მოუყარა რუმინეთის პარლამენტის წევრებს, რუმინეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს.
ელჩმა ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მონაწილეობისა და პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში აქტუალური ჩართულობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.