- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- თამარ ბერუჩაშვილი
თამარ ბერუჩაშვილი
თამარ ბერუჩაშვილი დაიბადა 1961 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში
განათლება
2002-2006 წწ. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა. კვალიფიკაცია - ეკონომიკის დოქტორი
2002-2006 წწ. კარლტონის უნივერსიტეტი, პროფესიული ტრეინინგი - კომერციული დიპლომატია – ოტავა, კანადა
1996-1998 წწ. ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო და შედარებითი ურთიერთობების ფაკულტეტი. 1998 წ. საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი (MPA) –ბლუმინგტონი, ინდიანა, აშშ
1992-1993 წწ. ლიმერიკის უნივერსიტეტი, პროფესიული ტრენინგი - ევროპათმცოდნეობა და ინგლისური ენა – ლიმერიკი, ირლანდია
1991-1992 წწ. იუნესკოს საერთაშორისო მენეჯმენტის ცენტრი, პროფესიული ტრენინგი - მენეჯმენტი, საერთაშორისო ურთიერთობები – თბილისი, საქართველო
1978-1985 წწ. მოსკოვის პ. ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, უცხო ენათა ფაკულტეტი (ფრანგული ენა)
კვალიფიკაცია – ქიმიკოსი - მკვლევარი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, თარჯიმანი
შრომითი გამოცდილება
2014 წლის 11 ნოემბრიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2013 წლის 4 აპრილი - 2014 წლის ნოემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
10/2012-03/2013 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
01/2011-10/2012 წწ. ვიცე-პრემიერის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი
12/2004-01/2011 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
02/2004-12/2004 წწ. სახელმწიფო მინისტრი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
12/2003-02/2004 წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარია
06/2000-12/2003 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
1998-2000 წწ. ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი
06/1998-08/1998 წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე
05/1997-08/1997 წწ. დოქტორ ზბიგნევ ბზეჟინსკის ოფისი, ანალიტიკოსი – ვაშინგტონი, აშშ
1994-1996 წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
1992-1994 წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს ადმინისტრატორი
1990-1992 წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
1986 -1990 წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
სამეცნიერო / აკადემიური გამოცდილება
24/01/2011 წ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება - ასოცირებული პროფესორი
2010 წლის გაზაფხულის სემესტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; სამაგისტრო კურსი - ევროპული სამეზობლო პოლიტიკა
2007-2010 წწ. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი; სამაგისტრო კურსი - ევროპული სამეზობლო პოლიტიკა
2006-2009 წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, სამაგისტრო კურსი - საერთაშორისო ვაჭრობა და განვითარება
04/2007-03/2008 წწ. გრენობლის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ცენტრის მოწვეული პროფესორი; სამაგისტრო ლექციების კურსი - ევროკავშირის დახმარების პოლიტიკა: საქართველოს გამოცდილება - გრენობლი, საფრანგეთი
2000-2009 წწ. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი; სამაგისტრო კურსი - კომერციული დიპლომატია და საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკა
2006 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის წოდება
2000 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ამჟამად არის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2000 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი
მიღებული ჯილდოები
03/2006 - ფონდის „ღია საზოგადოება“ გრანტი ევროპული პრიორიტეტების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევებისთვის
06/2002 - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდო ედმუნდ მასკის პროგრამის "Freedom Support Act" სტიპენდიისთვის - საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში განსაკუთრებული ლიდერობისთვის
04/2000 - საქართველოს პრეზიდენტის მადლობა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებაში გაწეული წვლილისთვის
05/1996 - აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის პროგრამის "Freedom Support Act" სტიპენდია
არის საჯარო ადმინისტრირების ამერიკული საზოგადოების წევრი; საქართველოს საინფორმაციო საზოგადოების წევრი; საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის გამგეობის წევრი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობის წევრი; ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის გამგეობის წევრი; ინდიანას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრი; საქართველოს ედმუნდ მასკის პროგრამის სტიპენდიანტთა ასოციაციის წევრი
გამოქვეყნებული პუბლიკაციები
თამარ ბერუჩაშვილი, ემირ ეთერია, „ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები და პრიორიტეტები“, „საქართველოს ეკონომიკა“ (სამეცნიერო - ანალიტიკური ჟურნალი), 2009 (9), გვ. 30, თბილისი, საქართველო
თამარ ბერუჩაშვილი, „ევროპული სამეზობლო პოლიტიკა: არსი, მიზნები, გამოწვევები“, 2009, სასწავლო მასალა (გამოიცა ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში)
თამარ ბერუჩაშვილი, „ვაჭრობა და ეკონომიკური ზრდა (თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)“, „საქართველოს ეკონომიკა“ (სამეცნიერო - ანალიტიკური ჟურნალი), 2006 (3), თბილისი, საქართველო
თამარ ბერუჩაშვილი, „საქართველო - ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები: შესაძლებლობები და გამოწვევები ევროკავშირის გაფართოების შემდეგ“, ეკონომიკა (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოცემა), 2004 (4), თბილისი, საქართველო
T. Beruchashvili, "European Neighbourhood Policy and Georgia" - GET Publication, 2004 (3), GEPLAC, Tbilisi, Georgia
T. Beruchashvili, "Georgia at edge of the WTO 5th Ministerial Conference", Georgian Economic Trends, GET Publication, 2003, No. 3, Tbilisi, Georgia
T. Beruchashvili, Georgia and WTO (Updated Georgian version), Publication of the Ministry of Foreign Affairs, February, 2003, Tbilisi, Georgia
T. Beruchashvili, L. Lomidze, "Georgia at the WTO 4th Ministerial Conference in Doha, Qatar", Georgian Economic Trends, 2001, No. 3
T. Beruchashvili, "Accession to the WTO: Issues and recommendations for Central Asian and Caucasian economies in translation - The case of Georgia", UN Economic and Social Commission for Asia and the Pacific, United Nations, New York, 2001
ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი