საქართველოს პირველი ქალი ელჩი ჰყავს რუმინეთში
28 ნოემბერს, თამარ ბერუჩაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივანს, იულიან ფოტას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მომავალი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, 2023 წლის პრიორიტეტული ღონისძიებები.