საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე სიმონა კოჟოკარუსთან.
საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე სიმონა კოჟოკარუსთან.
შეხვედრის დროს განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის დინამიკა და მისი განვითარების სამომავლო გზები. მათ შორის, რუმინეთის სამხედრო-პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ეფექტური განხორციელებისათვის. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოში რუმინეთი და დიდი ბრიტანეთი შემდგომი ორი წლის განმავლობაში ნატოს საკონტაქტო საელჩოების როლს შეასრულებენ, რაც ნატოს სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის.