Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის შეხვერდა კონსტანცას პორტის ადმინისტრაციის გენერალურ დირექტორ ფლორინ ვიზანთან, ქალაქის მერ ვირგილ ჩიტაშთან და კონსტანცას საზღვაო უნივერსიტეტის სენატის პრეზიდენტთან კორნელ პანაიტთან

ა.წ. 7 აპრილს ქ. კონსტანცაში გამართულ ფორუმში „კასპიისა და შავი ზღვის კორიდორი და კონსტანცას პორტი - გზა ევროპისკენ“ მონაწილეობის პარალელურად, საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერობების გააქტიურების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, ქ. კონსტანცაში საქართველოს საპატიო კონსულის ადრიან სტავრისიტუსთან ერთად, საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრები კონსტანცას პორტის ადმინისტრაციის გენერალურ დირექტორ ფლორინ ვიზანთან, ქალაქის მერ ვირგილ ჩიტაშთან (რომელიც გეგმავს მაისის ბოლოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმროს ბათუმს, როგორც 2020 წლიდან კონსტანცასთან დაძმობილებულ ქალაქს) და კონსტანცას საზღვაო უნივერსიტეტის სენატის პრეზიდენტთან კორნელ პანაიტთან.