Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი რუმინეთის გვირგვინის მცველს, მის უდიდებულესობა მარგარეტას და მის უმაღლესობას რუმინეთის პრინც რადუს შეხვდა

14 მარტს, საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი ელიზაბეტის სასახლეში შეხვდა რუმინეთის გვირგვინის მცველს, მის უდიდებულესობა მარგარეტას და მის უმაღლესობას რუმინეთის პრინც რადუს.

საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გააქტიურების თემა, სამეფო დიპლომატიის გამოყენების შესაძლებლობები და მისი უდიდებულესობის ვიზიტს თბილისში, 2023 წლის 30 ივნისი - 4 ივლისის პერიოდში. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის მოწვევით მისი უდიდებულესობა მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ქალთა კონფერენციაში.