ინფორმაცია საიუბილეო საკოლექციო მედალიონის მოჭრის შესახებ
რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, რუმინეთის ეროვნული ბანკის მიერ მოიჭრა საკოლექციო საიუბილეო მედალიონი, მიძღვნილი საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავისადმი.
მედალიონის ერთ მხარეს გამოსახულია მცხეთის ჯვრის მონასტერი, ხოლო მეორე მხარეს - ბუქარესტის ანთიმოზის მონასტერი.