21 თებერვალს საელჩომ უმასპინძლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ბაზაზე, გასულ წელს დაწყებული „თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიული პროგრამის“ კურსის მონაწილეებს.
მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა უწყებიდან, სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან რუმინეთში (19-22 თებერვალი), სადაც 3 დღის განმავლობაში უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან/ექსპერტებთან შეხვედრებისას გაეცნობიან რუმინეთის უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.