საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

13 თებერვალს საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შტეფან მოშოუს

13 თებერვალს, საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა  რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შტეფან მოშოუს.

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და რუმინეთის საკანონმდებლო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისათვის.

საუბრისას ხაზი გაესვა ამ პროცესში საქართველოსათვის რუმინეთის, მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, გამოცდილების გაზიარებას და სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების პრაქტიკულ განხორციელებას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, თანამშრომლობა შავი ზღვის ფარგლებში ევროკავშირთან მჭიდრო კავშირის დამყარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა, რომლის ეფექტური განხორციელება საქართველოსა და რუმინეთის და ასევე, ევროკავშირის ინტერესშია.