13 თებერვალს საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ევროპულ საკითხებში ლუმინიცა ოდობესკუს.
შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელების კონკრეტული ინიციატივები, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის 2023 წლის პრიორიტეტები და მიმდინარე დღის წესრიგი.
საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ევროკავშირთან დაკავშირებადობის პროექტებს და საქართველო -რუმინეთის განსაკუთრებულ როლს ამ მიმართულებით.