8 თებერვალს, საქართველოს ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ტიტუს კორლეცეანს შეხვდა.
განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული საერთო ინტერესების ფართო სპექტრი, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტები, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას, რეგიონულ გეოპოლიტიკასა და საქართველოსა და რუმინეთის საკანონმდებლო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების გააქტიურებას.