საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

7 თებერვალს, საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა რუმინეთის დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორთან ლილიანა პოპესკუსთან.

7 თებერვალს, საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა რუმინეთის დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორთან ლილიანა პოპესკუსთან.

შეხვედრისას განიხილეს საქართველო -რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების პრიორიტეტები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები. 

საქართველოს ევროინტეგრაციის ამოცანების გათვალისწინებით, ასევე განხილული იყო თანამშრომლობის შესაძლებლობები ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან, სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში ქართველი დიპლომატების მონაწილეობა.