საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის გამოსამშვიდობებელი მიღება

20 ოქტომბერს, რუმინეთის საპატრიარქოს „ფესტივიტას“ დარბაზში გაიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის გამოსამშვიდობებელი მიღება, რომელსაც დაესწრნენ რუმინეთის მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო უწყებების, ბუქარესტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და რუმინეთის კულტურულ-აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

გამოსამშვიდობებელ საღამოზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს წმინდა საყდრის ნუნციუსმა, მიგელ მაური ბუენდიამ, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იულიან ფოტამ და ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა.