საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქალაქ თბილისსა და ქალაქ ბუქარესტს შორის დაძმობილების შეთანხმება გაფორმდა

30 მაისს,  ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, რუმინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია თბილისის მერიისა და ქალაქის საკრებულოს დელეგაცია. 

ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერმა შეხვედრა გამართა რუმინელ კოლეგასთან, ქალაქ ბუქარესტის გენერალურ მერთან, ნიკუშორ დანთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 

შეხვედრის დასასრულს, გაიმართა „თბილისისა და ბუქარესტის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების შეთანხმების“ ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემელაძე, ამავე დროს, ბუქარესტში ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით და „საქართველოსა და მოლდოვის რეპუბლიკის მეგობრობის ცენტრის“ წარმომადგენლები.

ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის დაძმობილების შეთახმება მიზნად ისახავს თბილისსა და ბუქარესტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.