საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან

20 აპრილს, საქართველოს ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა ელჩ ვიორელ მოშანუსთან, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში. 

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებსა და ასევე, უკრაინაში მიმდინარე, გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის შესახებ.