ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზა
საქართველოსა და რუმინეთს შორის ხელმოწერილია რამდენიმე ათეული დოკუმენტი, მათ შორის, კულტურის, მეცნიერების, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში. ძალაში მყოფი ორმხრივი შეთანხმებებია:
- „საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი.
- „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისშესახებ“ შეთანხმება
- საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის სასოფლო სამეურნეო და კვების მრეწველობის დარგში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ“ შესახებ შეთანხმება.
- „საქართველოსა და რუმინეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შესახებ ხელშეკრულება.
- „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ.“ შესახებ შეთანხმება.
- „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისშესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუმინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ნაცვალგების წესით სავიზო მოთხოვნათა გაუქმების შესახებ“ ხელშეკრულება.
- „საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და რუმინეთის სტატისტიკის ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.
- „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმება.
- საქართველოსა და რუმინეთის საკონსულო კონვენცია.
- „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის განათლების, კულტურისა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს საპატენტო უწყებასა და რუმინეთის საპატენტო უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ეროვნულ არქივებს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი.
- „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის პერსონალის ურთიერთმომზადების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო-სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორისევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში“ თანამშრომლობის მემორანდუმი.
- დამატებითი ოქმი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის პერსონალის ურთიერთმომზადების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერილი 1999 წლის 26 ოქტომბერს ბუქარესტში“.
- „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის ნავთობის, გაზის და ენერგოშემცველების ტრანსპორტირების მარშრუტების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი.
- „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება.
- „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლების და მეცნიერების, მასმედიის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა.
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.