თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:
საქართველოსა და რუმინეთს აკავშირებს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები. ორი ქვეყანა თანამშრომლობს ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კულტურის სფეროებში. საქართველო, რუმინეთთან ერთად, აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდამაკავშირებელ პროექტში AGRI, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) საქართველოდან შავ ზღვაზე ევროპისკენ ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. რუმინეთი ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
ქვეყნებს შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ ხასიათზე მეტყველებს ორი ქვეყნის მაღალი და უმაღლესი დონის პირთა ვიზიტების სიმრავლე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის პირველი პირების ვიზიტები რუმინეთში.
2005 წელი გამოირჩეოდა რუმინეთის პრეზიდენტის ტრაიან ბასესკუს ვიზიტების სიხშირით, ის ჯერ ნოემბერში ეწვია საქართველოს, ხოლო დეკემბერში - სამუშაო ვიზიტით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პრეზიდენტ ბასესკუს ვიზიტს 2008 წელს, საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.
საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ხორციელდება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.
საქართველოსა და რუმინეთის გამაერთიანებელ სიმბოლოს წარმოადგენს წმინდა ანთიმოზ ივერიელი. ქართველმა მწიგნობარმა, საეკლესიო და პოლიტიკურმა ფიგურამ, მთელი თავისიმოღვაწეობა რუმინეთის კულტურის აღორძინების საქმეს მიუძღვნა. ასევე, დიდი წვლილი შეიტანარუმინული სალიტერატურო ენის განვითარებასა და წიგნის ბეჭდვის საქმეში. მის სახელთანაა დაკავშირებული 1709 წელს, ქ.თბილისში, პირველი სტამბის დაარსება, სადაც იმავე წელს დაიბეჭდა "სახარება", შემდეგ კი "ვეფხისტყაოსანი". რუმინეთში, ქ. ბუქარესტში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერია, სადაც ყოველი წლის 27 სექტემბერს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნება.
ეკონომიკური თანამშრომლობა:
2022 წლის 7 თვის მონაცემებით - 194,05 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა 72%).
ექსპორტი:
19.95 მლნ. აშშ დოლარი
(ზრდა 68 %).
იმპორტი: 174,10 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა 73 %).
2021 წელი: 211,04 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა 51%).
ექსპორტი: 33,54 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა 64%).
იმპორტი: 177,50 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა 48%).
დაძმობილებული ქალაქებია:
თბილისი -ბუქარესტი (2022)
ბათუმი-კონსტანცა (2020)
ქუთაისი - იაში (2019)