ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მოგესალმებით საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე

საელჩოს სრული შემადგენლობა მოწოდებულია დააკმაყოფილოს თქვენი მრავალმხრივი ინტერესი  ერთ-ერთი უძველესი ევროპული  ერის მიმართ.

გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით, საქართველო წარმოადგენს გაფართოებული ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვარს და ევროპული პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურული სივრცის განუყოფელ ნაწილს, რომლის ძირითადი ეროვნული ღირებულებები  შერწყმულია ევროპულ ფასეულობებთან და ტრადიციებთან.  თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მიმზიდველად გამოიყურება სხვადასხვა მიზეზების გამო: კარგი კლიმატი, როგორც ბუნებრივი, ასევე საინვესტიციო თვალსაზრისით, ტურისტებისათვის სასიამოვნო და დასვენებისათვის კარგი პირობების ფართო სპექტრი, (დაწყებული ზღვიდან, თოვლზე სასრიალო კურორტებით დამთავრებული), ბიზნესის დაწყებისათვის გაადვილებული გარემო, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთი რეგიონში, მდიდარი ისტორიული წარსული, სხვადასხვა კულტურებისა და კონფესიების მიმართ ტოლერანტული საზოგადოება, ღვინის დახვეწილი სელექციური ჯიშები, უგემრიელესი ეროვნული სამზარეულო, ხარისხიანი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებების ინფრასტრუქტურა და სხვ.

რუმინეთში საქართველოს საელჩოს მუშაობის ძირითად მიზანს წარმოაგგენს რუმინეთსა და საქართველოს და მოლდოვასა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავება. ვიმედოვნებთ, რომ  სამომავლოდ რუმინეთის და მოლდოვას საზოგადოებასა და ქართულ სათვისტომოსთან  მჭიდრო თანამშრომლობის შედეგეგად მივაღწევთ კონკრეტულ შედეგებს.

ვებ-გვერდის მონახულებისას თქვენ გაეცნობით  ქვეყნის პროფილს, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ განცხადებებს, მედიის ახალ ამბებს, საქართველოში ბიზნესს შესაძლებლობებს, ასევე  ნახავთ სასარგებლო ინფორმაციას ვიზის აღებისა და სხვა საკონსულო  პროცედურების შესახებ, მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვ.

გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას ჩვენი საელჩოს ვებ-გვერდზე, იმ იმედით, რომ მომავალში მოინახულებთ საქართველოს.

 

ილია გიორგაძე

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი




 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ