ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული სათვისტომოები რუმინეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში

რუმინეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ვერ მოხერხდა ოფიციალურად დიასპორის დარეგისტრირება.

მოლდოვას რესპუბლიკაში  2004 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგად ოფიციალურად  დაფიქსირდა, რომ მოლდოვას რესპუბლიკაში (დნესტრიპირეთის გარდა) ცხოვრობს 493 ეთნიკურად ქართველი მოქალაქე;
ქართული სათვისტომო `ივერია~ დარეგისტრირებულია ქ. კიშინიოვში 2004 წლის 7 მაისს მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ;

სათვისტომოში გაერთიანებული არის 493 ეთნიკურად ქართველი, რომელთა უმეტესობა მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეა. მოლდოვაში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელია 2001-2005 წლებში მოლდოვის პარლამენტის მე-15 მოწვევის დეპუტატი, ბატონი ჯუმბერ თოდუა. მოლდოვას რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურებში  და საკანონმდებლო ორგანოში ქართველი ეროვნების ადამიანები წარმოდგენილნი არ არიან. მოლდოვაში მცხოვრები ქართველები ძირითადად დასაქმებულნი არიან მცირე ბიზნესში, არიან ექიმები ინჟინრები გეოლოგები და იურისტები; მოლდოვაში არ არის ქართული სკოლები.

ქართული სათვისტომოს მცდელობის მიუხედავად ჯერ კიდევ არ არის საკვირაო სკოლა, სადაც ქართველი  ბავშვები შეძლებენ ქართული ენის გაკვეთილებზე დასწრებას. საელჩო ჩაერთო აღნიშნული საკითხის მოგვარებაში და მიმდინარეობს მუშაობა.

მოლდოვაში არ არის ქართული კულტურის ცენტრი. საელჩო ასევე დაინტერესდა ამ საკითხით და მიმდინარეობს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა. ქართულ სათვისტომოს არ აქვს ქართული  საბავშვო  და მხატვრული ლიტერატურა,  აქვთ მხოლოდ პატარა ბიბლიოთეკა, სადაც ინახება ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებები და ისიც რუსულ ენაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ