ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ბოგდან აურესკუს განცხადება

romania/aurescu1.jpg2015 წლის 17 ივლისს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც დაგმო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ დამონტაჟების ფაქტი.„რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრის სიახლოვეს უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც უკავშირდება ახალი დაბრკოლებების ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების" აღმართვას. ამ სახის ქმედებებს შეუძლია დაძაბულობის გამწვავება, ადგილობრივ მოსახლეობაზე გავლენის მოხდენა, მათთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა, ადგილზე პოტენციური პროვოკაციების გამოწვევა. საერთო ჯამში, ამ სახის ქმედებები ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის პოლიტიკის გაძლიერებას.რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისა და იმ კონფლიქტების მოგვარებისათვის საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამონახვის პროცესში, რომელთა წინაშეც დგას საქართველო, აუცილებელია თავიდან იქნეს აცილებული დესტაბილიზაციის პოტენციალის მქონე ამგვარი ქმედებები. რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერას, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე, მისი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში" - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე: http://www.mae.ro/node/32963

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ