ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი სტრატეგიულ საკითხებში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დანიელ იონიცას შეხვდა

4 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი სტრატეგიულ საკითხებში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დანიელ იონიცას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ამ მიმართულებით არსებული მექანიზმების მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, განხილულ იქნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასა და ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებული საკითხები.

მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.

თავის მხრივ, რუმინულმა მხარემ დაადასტურა მზაობა დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციის გამოცდილების გაზიარებასა და კომუნიკაციის სტრატეგიის გაძლიერების და ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების კუთხით.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ