ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ. ბუქარესტს თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის დასი ეწვია

romania/neta.jpg

ქ. ბუქარესტში ამჟამად საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „NETA 2015" იმართება, რომელშიც სხვა ევროპულ თეატრებთან ერთად, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი მონაწილეობს. ფესტივალი 2015 წლის 28 აგვისტოს დაიწყო და ის საქართველოდან ჩამოსულმა სტუმრებმა გახსნეს. მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რუმინელი მაყურებელის წინაშე უილიამ შექსპირის კომედიით „(შუა)ზაფხულის ღამის სიზმარით" წარსდგა, რომელმაც აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. წარმოდგენის შემდეგ, სპექტაკლის რეჟისორმა დავით დოიაშვილმა შეხვედრა გამართა რუმინელ თეატრთმცოდნეებთან და მაყურებლებთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ