ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რუმინული ტელეკომპანიის „Digi24“-ის ეთერში გავიდა გადაცემა საქართველოს შესახებ

2015 წლის 5 სექტემბერს ერთ-ერთი წამყვანი რუმინული საინფორმაციო ტელეკომპანიის „Digi24“-ის ეთერში გავიდა გადაცემა „დიპლომატიური პასპორტი“, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას მიეძღვნა.  საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, აღნიშნული გადაცემის პროდიუსერი კრისტინა ჩილიაკუ, გადამღებ ჯგუფთან ერთად, 25-28 აგვისტოს პერიოდში იმყოფებოდა საქართველოში, სადაც მან ჩაწერა ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან. იგი ასევე იმყოფებოდა სოფელ ხურვალეთში არსებულ საოკუპაციო ხაზთანაც, სადაც ჩაწერილ იქნა ინტერვიუ უკანონოდ აღმართული მავთულხლართების გაღმა მცხოვრებ 84 წლის დავით ვანიშვილთან. ასევე ჩაწერილ იქნა ინტერვიუები საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებულ დევნილთა ბანაკში მცხოვრებ მოქალაქეებთან. კრისტინა ჩილიაკუ ასევე გაესაუბრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებსაც.

საქართველოში ყოფნისას, „Digi24“-ის წარმომადგენლებმა ასევე აწარმოეს გადაღებები ქ. მცხეთაში. როგორც მათ გვაცნობეს, საქართველოს ყოფილ დედაქალაქში გადაღებული მასალა ასევე გავა ტელეკომპანია „Digi24“-ის ეთერში, გადაცემა „მსოფლიოს ქალაქების“ ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ხსენებული რუბრიკის ფარგლებში, უკვე გაკეთდა გადაცემები თბილისზე და ბათუმზე.

აღსანიშნავია, რომ გადაცემა „დიპლომატიური პასპორტის“ გადამღებ ჯგუფს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით, საორგანიზაციო საკითხებში, დახმარება გაუწია საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ. კერძოდ, გადამღები ჯგუფის მხარდასაჭერად  გამოყოფილ იქნა ავტომობილი მძღოლითა და გიდით.

როგორც კრისტინა ჩილიაკუმ გვაცნობა, იგი აღფრთოვანებული დაბრუნდა რუმინეთში და იმედი გამოთქვა, რომ მას მომავალშიც ექნება შესაძლებლობა ეწვიოს ჩვენს ქვეყანას. მისი თქმით, ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოფილა და მას არსად შეხვედრია ქართველ ხალხზე უფრო სტუმართმოყვარე ერი. მას გაუჩნდა იდეა, რომ მოამზადოს გადაცემა საქართველოში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციებზე.

 „დიპლომატიური პასპორტის“ ზემოხსენებული გამოშვების ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

http://www.digi24.ro/Emisiuni/Digi24/Pasaport+Diplomatic/Arhiva+inregistrari/Pasaport+diplomatic+-+5+septembrie+2015

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ