ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რუმინეთი არ აღიარებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში ორგანიზებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“

რუმინეთი არ აღიარებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში ორგანიზებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს"

რუმინეთი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში 2014 წლის 24 აგვისტოს.

ამას გარდა, რუმინეთის ხელისუფლება არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ მდგომარეობას, რა პირობებშიც ჩატარდა ეს არჩევნები და აფასებს მათ, როგორც არალეგიტიმურს და პოლიტიკური და სამართლებრივი ძალის არმქონედ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას იმ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეუქმნას რეგიონის სტაბილურობას ე.წ. არჩევნების პროვოკაციულად და ცალმხრივად ორგანიზებამ, რომლის მიზანია ნორმალურად და სამართლებრივად წარმოაჩინოს არსებული ვითარება და ყოფილ საბჭოთა სივრცეში არსებულ სეპარატისტულ რეჟიმებს ლეგიტიმური იერსახე მისცეს.

ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს რუმინეთის პრინციპულ პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გაჭიანურებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების მეშვეობით გადაწყვეტას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

წყარო: რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი - http://www.mae.ro/node/28202

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ