საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქალაქ კონსტანცის მერის სამძიმარი ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

8 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში მომხდარ საზარელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმთან დამეგობრებული ქალაქ კონსტანცის მერმა, ვერჯილ კიცაკმა რუმინეთში საქართველოს ელჩს, ბატონ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილსა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ ლელა სურმანიძეს სამძიმრის წერილები გაუგზავნა. 

სამძიმრის წერილში ქალაქის მოსახლეობისა და საკუთარი სახელით, მერი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და აღნიშნავს:

„ამ სამწუხარო წუთებში, კონსტანცელი ხალხისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხალხს და განსაკუთრებით, მივუსამძიმრო მგლოვიარე ოჯახებსა და მეგობრებს იმ უდანაშაულო, დაუცველი ადმიანებისა, რომლებიც მეგობარ ქალაქში - ბათუმში, საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევას ემსხვერპლნენ.

გულით, ფიქრებითა და ლოცვით ვართ მათთან, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა, ან დაშავდა და ტრავმირებულ იქნა ტრაგედიით, რომელიც ბათუმში მოხდა.

ჩვენს ქვეყნებსა და ამასთან, კონსტანაცასა და ბათუმს შორის ურთიერთობები პრივილეგიაა და მე გარწმუნებთ, რომ კონსტანცაში თქვენ გყავთ მეგობრები, რომლებიც თქვენ გვერდით არიან ამ მძიმე წუთებში, რაშიც ახლა ხართ“.