საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოს მონაწილეობა "ენების ევროპული დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში

25 სექტემბერს, EUNIC ROMANIA-სა და რუმინეთში პოლონეთის ინსტიტუტთან ერთად, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო "ენების ევროპული დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში.  

რუმინეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ საქართველოს სტენდს, სადაც წარმოდგენილი იყო ილუსტრირებული ბროშურები და პოსტერები ქართული ენისა და კულტურის შესახებ.

რუმინელმა მოსწავლეებმა ქართული ასოების წერასა და გამოთქმაში დიდი მონდომებით ივარჯიშეს.