საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის შეხვედრა რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტთან, ლაურენციუ-დან ლეორეანუსთან

15 მარტს, საქართველოს ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტთან, ლაურენციუ-დან ლეორეანუსთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკᲘთხი და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების კუთხით არსებული სხვა თემები.

შეხვედრისას, ბატონმა ლეორეანუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.