საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის მონაწილეობა თურქმენეთის მიერ მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში

8 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა ერთ-ერთი მომხსენებლის რანგში,  მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა თურქმენეთის მიერ, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების 25 წლისთავს.

მოხსენების თემა იყო „საქართველო და თურქმენეთი: განსხვავებული ვექტორები  -  საერთო ინტერესები“. ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერობებზე, ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებზე და კასპიის ზღვა - შავი ზღვის ოთხმხრივი სატრანსპორტო დერეფნის  მნიშვნელობაზე, რომლის მონაწილეებიც არიან საქართველო, რუმინეთი აზერბაიჯანი და თურქმენეთი.