საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ბათუმისა და კონსტანცას დამეგობრების თაობაზე

18 სექტემბერს, ქალაქ ბათუმსა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის დაძმობილების შეთანხმებას მოეწერა ხელი. ცერემონიაზე, რომელიც დისტანციურად შედგა, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ქალაქ კონსტანცის მერმა, დეჩებალ ფეგედეუმ და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა. 

საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებითი დინამიკა და ორ საპორტო ქალაქს შორის კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, ასევე მთლიანად შავი ზღვის რეგიონისათვის. ბათუმსა და კონსტანცას თავიანთი განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, შეუძლიათ შეასრულონ უმნიშვნელოვანესი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორის განვითარების საქმეში. ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის განმტკიცება ხელს შეუწყობს მთლიანად შავი ზღვის რეგიონში, ეკონომიკურ განვითარებასა და მშვიდობას. 

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და რუმინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, მარია მიხაი ანიშოარა, ასევე - ორი ქალაქის ვიცე-მერები და მერიების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.