საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის შეხვედრა რუმინეთის დიპლომატიური ინსტიტუტის ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორთან, იულიან ფოტასთან

30 ივლისს, საქართველოს ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის დიპლომატიური ინსტიტუტის ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორთან, იულიან ფოტასთან. 

შეხვედრაზე, განხილულ იქნა რუმინეთის დიპლომატიური ინსტიტუტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, ქართულ-რუმინული ურთიერთობების ჭრილში.