ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთში საქართველოს საელჩო აგრძელებს ცალკეული სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების სერიას.
ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 18 ივლისს, რუმინელმა მთასვლელებმა - მარიუს განემ, რომეო პოპამ, თეოფილ ვლადმა, სამთო მაშველმა კონსტანტინ ბერევოიანუმ, რუმინელმა ისტორიკოსმა და მწერალმა სტეჟერელ ოლარუმ, დალაშქრეს რუმინეთის უმაღლესი მწვერვალი - მოლდოვეანუ (2544 მ.). ამჯერად, მათ შეუერთდნენ რუმინეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და თავდაცვის ატაშე, პოლკ. ზურაბ ყიფიანი.
წლის განმავლობაში, საელჩო გეგმავს რიგი კულტურული ღონისძიებების გამართვას.
იხ. ლინკები:
რუმინული სააგენტო "აგერპრესი"
ციფრული გამოცემა "ადევარული"
"ქართული კვირა"