საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია რუმინეთში საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილისა და რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტის, აურელიან გოგულესკუს შეხვედრის თაობაზე

3 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახლადდანიშნულ ვიცე-პრეზიდენტთან საერთაშორისო საკითხებში და პრაჰოვას ოლქის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელთან, აურელიან გოგულესკუსთან. 

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა პოსტ-პანდემიურ პერიოდში რუმინეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის საკითხი და სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე რუმინული და ქართული კომპანიების დაკავშირების პერსპექტივები.