საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის შეხვედრა რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, თეოდორ მელეშკანუსთან

21 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, თეოდორ მელეშკანუსთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოებს შორის. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ხალხთაშორის ურთიერთობებს.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა რუმინეთის სენატის პრეზიდენტს გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქართველოში მოსაწვევი წერილი.

შეხვედრაზე ელჩის მიერ რუმინულ მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, თეოდორ მელეშკანუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.