საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოს მონაწილეობა "ენების ევროპული დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში

2019 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს საელჩომ რუმინეთში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის კულტურული ცენტრის EUNIC-ისა და რუმინეთში „ფრანგული ინსტიტუტის“ ეგიდით გამართულ ღონისძიებაში „ენების ევროპული დღე“.

 ზემოხსენებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში ჩართულები არიან სხვადასხვა ქვეყნების ენისა და კულტურის ცენტრები და სკოლა-ლიცეუმები. საქართველოს საელჩოს სტენდთან ვიზიტორებისთვის წარმოდგენილი იყო ბროშურები, პოსტერები, წიგნები და დისკები ქართული ენისა და კულტურის შესახებ. დამთვალიერებლებს შორის გამოირჩეოდნენ რუმინული სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოამჟღავნეს ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ წარმოდგენილი ფოტოებისადმი.