საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ ვიქტორ სპინეის ვიზიტი საქართველოში

2 ივლისს, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ ვიქტორ სპინეის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიასა და ბუქარესტის უნივერსიტეტს შორის, ხელი მოეწერა ოთხმხრივ „განზრახულობათა ოქმს“, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიკოსთა ქართულ-რუმინული კომისიის დაფუძნებას. ერთობლივი კომისია იმუშავებს ისტორიულ ჭრილში საქართველოსა და რუმინეთის სამასწლოვანი ურთიერთობების შესწავლაზე.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიებს შორის.