საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ბიზნეს-ფორუმში

25 ივნისს, საქართველოს დელეგაციამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედიოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და ქართველი ბიზნესმენები, მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ რიგით 6-ე ბიზნეს-ფორუმში. ფორუმი გახსნა რუმინეთის ბიზნესის განვითარების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა შტეფან რადუ ოპრეამ და რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა მიხაი დარაბანმა.

ერთ-ერთ ძირითად მომხსენებლებს შორის (key note speaker) იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი. ფორუმზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა IT ტექნოლოგიების როლი ბიზნესის განვითარებაში, start-up ინიციატივების ხელშეწყობა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში წარმატებული ბიზნეს-პროექტები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გზაზე არსებული გამოწვევები.