საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის“ ფარგლებში, ექსპერტთა ოთხმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში

24 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ბუქარესტში გამართულ „შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის“ ფარგლებში, ექსპერტთა ოთხმხრივი (საქართველო, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი) სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.

 

საგულისხმოა, რომ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრას წინ უსწრებდა მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა ბუქარესტის დეკლარაცია კასპია-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.