საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, ჩატარებულ ე. წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 9 ივნისს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ჩატარებულ ე. წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, იმავე დღეს პრეს-რელიზი გაავრცელა.

 

საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, „რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლის 9 ივნისს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს განიხილავს, როგორც არალეგალურს და მიუღებელს, როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად. რუმინეთის ხელისუფლება გამოხატავს შეშფოთებას ასეთი ქმედებების მადესტაბილიზირებელი პოტენციალის გამო, რომლის მიზანიცაა, სეპარატისტული რეჟიმებისათვის აშკარა კანონიერებისა და ლეგიტიმურობის მინიჭების მცდელობა და რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს რეგიონალურ უსაფრთხოებაზე.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში პატივისცემის პრინციპით“.

რუმინეთის საგარეო უწყების ლინკი:  

http://www.mae.ro/node/49143?fbclid=IwAR0gzTfiyU9wF-rDPhbExLsy5aBK2Yx9OSW4cPMNCZFbImBVX-MYOOBPRYY