საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დელეგაციის ვიზიტი ბუქარესტში

2019 წლის 3-5 აპრილს, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დელეგაცია (ცენტრის დირექტორის, გიორგი ვაშაკიძის, დირექტორის მოადგილის, ეკატერინე ბაღიშვილისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელის, მაია მარგველაშვილის შემადგენლობით), ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით, რუმინეთს ეწვია.

ვიზიტის პირველ დღეს, დელეგაცია შეხვდა ბუქარესტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, იოან მოლდოვენუს. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება საღვთისმეტყველო-საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე და იმსჯელეს მათი სრულყოფის გზებზე.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებსა და რუმინეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს პრეზიდენტთან იორდან პეტრესკუსთან და საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დირექტორთან, პროფესორ რადუ-მირჩეა დამიანთან. განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.