საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ანტლანტიკური და შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმში ქართველი ექსპერტების მონაწილეობის თაობაზე

21 მარტს, ბუქარესტში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით Atlantic – Black Sea Security Forum 2019 გაიმართა. ფორუმი მიეძღვნა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს და ევროპულ და ტრანსატლანტიკურ გამოწვევებს.

ღონისძიების პანელზე სიტყვით გამომსვლელებად მიწვეულნი იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ლევან დოლიძე. ფორუმს ქართული მხრიდან აგრეთვე ესწრებოდნენ რუმინეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და რუმინეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი დავით კაპანაძე.