საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია "საქართველოს რკინიგზის" დელეგაციის რუმინეთში ვიზიტის თაობაზე

მიმდინარე წლის 17-20 მარტს, სს "საქართველოს რკინიგზის" დელეგაცია გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის, ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის, ქეთევან ხუნდაძისა და რკინიგზათა თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OSJD) ,,საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლის, ზურაბ კოზმავას შემადგენლობით რუმინეთს ეწვია. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა როგორც საერთაშორისო გადამზიდი კერძო კომპანიების ხელმძღვანელებთან, ასევე შესაბამისი პროფილის სახელმწიფო უწყებებთან.

19 მარტს, დელეგაციამ შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, მარია მაგდალენა გრიგორესთან. ვიზიტის მეორე დღეს, დელეგაციის წევრები შეხვდნენ „რუმინეთის რკინიგზის“ (CFR MARFA) ხელმძღვანელობასა და რუმინეთის ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, იონელ მინეას.