საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის რუმინეთში ვიზიტის შესახებ

19 მარტს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე რუმინეთს ეწვია და შეხვედრა გამართა რუმინეთის დეპუტატთა პალატის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჯორჯ იონუც დუმიტრიკესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო პროექტებზე შავი ზღვის რეგიონში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მარიამ ყარაშვილი და რუმინეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ნინო ფიფია.