საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონსტანცის პორტსა და ანაკლიის კონსორციუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6 ივნისს ევროპის პარლამენტში კონსტანცის პორტის დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა კონსტანცის პორტსა და ანაკლიის კონსორციუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. 

ორი პორტის თანამშრომლობა და მათ შორის კავშირების განვითარება ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას რუმინეთსა და საქართველოს შორის, ასევე მოიზიდავს კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ტვირთებს. კონსტანცის პორტის განვითარების ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტული ადგილი უკავია ქართულ პორტებთან თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას.