საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუმინეთის ეროვნული ისტორიის მუზეუმში ფოტო-გამოფენის გახსნის თაობაზე

25 ივლისს, რუმინეთის ეროვნული ისტორიის მუზეუმში, საელჩოს და მუზეუმის ორგანიზებით, გაიმართა გამოფენა სახელწოდებით ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი".

გამოფენა გაიხსნა ისტორიის ეროვნული მუზეუმის დირექტორის ერნესტ ობერლენდერ-ტირნოვიანუს, რუმინეთში საქართველოს ელჩის და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის კორნელ იონესკუს სიტყვით. ელჩმა თავის სიტყვაში, ფართო საზოგადოებას გააცნო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელოვანი ფაქტები და ისაუბრა მის ისტორიულ როლზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ რუმინეთი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც იმ რთულ პერიოდში აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

გამოფენა 25 აგვისტომდე გასტანს.