საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია უახლოეს მომავალში ქალაქ იაშის ცენტრში რუმინულ-ქართული მეგობრობის მოედნისა და ქართველი პოეტის, ბესიკის ბიუსტის გახსნის თაობაზე

25 ივლისს, იაშის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ისტორიულ ცენტრში დაარსდეს რუმინულ-ქართული მეგობრობის მოედანი, სადაც განთავსდება ქართველი კლასიკოსი პოეტის ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი. ამავე დროს, მერია ქ. იაშის ქ. ქუთაისთან დაძმობილების მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ განაცხადა იაშის მერმა მიხაი კირიკამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. მერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა საქართველოს ელჩის იაშში 5-6 ივლისის ვიზიტის შედეგად.

ინფრომაციისათვის: ბესიკ გაბაშვილი 1791 წლის 24 იანვარს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალული იყო წმ. პარასკევას ეკლესიის სასაფლაოზე, რომელიც გაუქმდა მე-19 საუკუნის ბოლოს. ამჟამად საფლავი დაკარგულია, თუმცა შემონახულია საფლავის მარმარილოს ქვა, ქართულ-ბერძნული წარწერებით და ინახება იაშის ისტორიის მუზეუმში.