საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებული ფოტო-გამოფენა საქართველოს საელჩოში

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ბუქარესტში საქართველოს საელჩოში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა რუსული აგრესიის ამსახველი ფოტოალბომის ექსპონატები. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ რუმინეთის საზოგადოების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული დღემდე, აქტიურად აპროტესტებენ საქართველოში რუსეთის აგრესიას და ამგვარად, ხელს უწყობენ რუმინეთში საქართველოს მხარდამჭერი განწყობების შექმნას. 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ხუთ რუმინელ სამოქალაქო აქტივისტს (იონ ვარლამი, მიხაილ ელიან ულსამერი, ჯეორჯე რონჩეა, ვიქტორ რონჩეა, ნიკოლაე ჩერუცა), საქართველოსათვის გაწეული ღვაწლისთვის, გადასცა საქართველოს პრეზიდენტის სამადლობელი წერილები. რუმინეთში საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, პრეზიდენტის სახელით, ღირსების ორდენით დააჯილდოვა ლტოლვილთა და მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ პირთა უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ვიორელ ენე.