საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა ღია ცის ქვეშ

აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 6 აგვისტოს, რუმინელი სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით და საელჩოს ხელშეწყობით, ბუქარესტის ცენტრში, უნივერსიტეტის მოედანზე, ღია ცის ქვეშ მოეწყო გამოფენა.

ღონისძიებაზე, რომელიც დღის 13:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ-მდე გაგრძელდა, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა, ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა და მშვიდობიანი მოსახლეობის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.